მომღერალი ნანი ბრეგვაძე უნიკალურ პროექტზე მუშაობს – განსაკუთრებულ მეგობარს, ლეგენდარულ ბუბა კიკაბიძეს სიმღერას უძღვნის, რომელიც “ბრავო რექორდსში” იწერება.
მომღერლებმა მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს ქართული კულტურის სამსახურში – გასტროლებით მოიარეს არაერთი ქვეყანა ლეგენდარულ ანსამბლ “ორერასთან” ერთად, ითამაშეს ფილმებში, ჭორიკნებმა არაერთხელ დააქორწინეს კიდეც…
ნანი ბრეგვაძისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალება, ამიტომაც გადაწყვიტა მეგობარს სიმღერა მიუძღვნას.