19 აპრილი, 2023

მოუსმინეთ აკა მორჩილაძეს

მწერალი აკა მორჩილაძე თავის ერთ-ერთ გახმაურებულ რომანში “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” საზოგადო მოღვაწეებზე წერს:

“საერთოდ, ამ საზოგადო მოღვაწეების ტვინი ისეა შეკოწიწებული, რომ გამუდმებით ჩანს მათი მამულიშვილური დრტვინვა.… ნახე, რა სიტყვა გამახსენდა? და შეჭმუხნული შუბლები, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ ლოთებიც იყვნენ, ბოზებიც და შულერებიც და არც იმაში უშლით ხელს, რომ იძახონ, ჭორია, ძმაო, ჩემი ლოთობა და ბოზობაო.
მე თუ მკითხავ, ამ სამ ჰობიში, თუ პროფესიაში სასირცხვილო არაფერია და ზოგჯერ კაი ბოზი უკეთესია, ვიდრე გლახა რეჟისორი.
ზოგჯერ კი არა, ყოველთვის. მაგრამ ესეც ბოლშევიკების ბრალია. აბა, როგორ შეიძლება ოთხასი მწერალი, სამასი აკადემიკოსი და ათასასი მსახიობი ერთ სახლში, თერთმეტსართულიანში ცხოვრობდეს? ესეც სოსელომ მოიგონა.
დააქლიავა ხალხი.. ახლა ეს დაფები კედლებზე… “აქ ცხოვრობდა პრივატ დოცენტი ჯაშიაშვილი ინდიკო პოლიევქტის ძე”. შეიძლება ჰამსუნის სახლზეც დაფა იყოს და აგრონომ ჩარექიშვილის აპარტამენტზეც?”