პოეტებმა, დისიდენტებმა და ეროვნულმა გმირებმა ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ 9 აპრილი ასე შეაფასეს:
მერაბ კოსტავა, 9 აპრილი, 1989 წელი:
“საქართველოს ისტორიაში, ყოფილა დიდებული წამები, და ეს წამი, არის ერთ-ერთი უდიდებულესი! როდესაც, ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად! ასე შეკრული! ასე მთლიანი! წარმოდგა ქართველი ერი! ღვთის წინაშე!”
ზვიად გამსახურდია, 9 აპრილი 1991 წელი:
“სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულების სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ საქართველოში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”