5 აპრილი, 2023

მარიამ ობოლაშვილის უდიდესი წარმატება

უნიჭიერესმა მევიოლინემ მარიამ ობოლაშვილმა უდიდეს წარმატებას მიაღწია – ბელგრადის საერთაშორისო კონკურსის რჩეულთა შორის მოხვდა.

ბელგრადის საერთაშორისო კონკურსის ფინალში ქართველი მუსიკოსი სერბეთის ტელე-რადიო სიმფონიურ ორკესტრთან  და დირიჟორი Srba Dinić-თან ერთად წარსდგა მსმენელის წინაშე.

მარიამი ორკესტრის რჩეული გახდა, შემდეგ საკონცერტო სეზონზე მოწვეულია ორკესტრის მიერ მათთან ერთად კონცერტის შესასრულებლად.

ქართველმა მევიოლინემ მიიღო სტეფან მილენკოვიჩის სპეციალური პრიზი სონატის საუკეთესო შესრულებისთვის და გახდა ლაურეატი – მე-3 ადგილის მფლობელი.