27 აპრილი, 2023

კახი კავსაძის უკანასკნელი როლი ოპერაციის თანხლებით

ლეგენდარულმა მსახიობმა კახი კავსაძემ თავისი უკანასკნელი როლი ქართულ კინოში რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმში “მეოთხე ბრაიტონი” ითამაშა. 83 წლის ხელოვანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ოპერაციაც კი დასჭირდა, თუმცა საყვარელ საქმეზე უარი მაინც არ თქვა.

ლევან კოღუაშვილი, რეჟისორი:

“ფენომენალური ადამიანი იყო თავისი დამოკიდებულებით პროფესიით მიმართ, რეჟისორის მიმართ. ნიუ იორკში რომ ჩამოვიყვანეთ, უკვე პრობლემები ჰქონდა, ოპერაცია დასჭირდა 83 წლის კაცს.

ის იყო ადამიანი, რომელიც აბსოლუტურ კომფორტს გიქმნის გადასაღებ მოედანზე, ადამიანი, რომელიც ცდილობს დაგეხმაროს. რატომ იცით? აინტერესებს, უყვარს თავისი საქმე, პროფესია და ცდილობს, გამოუვიდეს მაქსიმალურად კარგად.”