24 აპრილი, 2023

იამაყეთ ნუცა ბუზალაძის საოცარი სიმღერით

ნუცა ბუზალაძის ტრიუმფი “ამერიკის ვარსკვლავში” გრძელდება. ტოპ 26-დან ტოპ 20-ეულშიც მოხვდა და ახლა ტოპ 12-ში მოსახვედრად იბრძვის.

ნუცამ ჟიურისა და მსმენელისთვის ტონი ბრექსტონის უკვდავი სიმღერა “Un-Break My Heart” შეასრულა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ლაიონელ რიჩი: “შენ ხარ ყველაზე მაგრად მომუშავე კონკურსანტი მათ შორის ვინც კი ამ შოუში მინახავს. შენ უნდა მიიღო მილოცვები.”

ქეითი პერი: “როდესაც ვთქვი, არ გინდა ბრჭყვიალები (no glitter), ზუსტად ამას ვგულისხმობდი, რაც დღეს მიგვაწოდე…შენ იყავი თავდაჯერებული, არ დაგჭირდა არაფერი ზედმეტი… კი, შეგიძლია ის ყველაფერი (შოუს გულიხმობს), მაგრამ დღეს შენ აიყვანე დარბაზი და აუდიტორია შენი ძლიერი ნუცათი.”

ლიუკ ბრაიანი: “შენ აღარ ხუმრობ…მსოფლიოს სხვა ნაწილიდან ჩამოხვედი და აქამდე შეძელი მოსვლა, ამდენს მიაღწიე, თავი ამაყად უნდა გეჭიროს მაღლა.”