25 აპრილი, 2023

იაკობ გოგებაშვილის წინასწარ შეძენილი საკუთარი საფლავი

ალბათ ბევრს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ იაკობ გოგებაშვილმა საკუთრი საფლავი თავად მოიძია და მასში ფულიც წინასწარ გადაიხადა.

უცნობი ისტორია გიორგი კალანდიამ გაგვიზიარა:

“სიცოცხლის ბოლო წლის შემოდგომაზე გარეთ არ გამოსულა, ძლიერ სისუსტეს გრძნობდა, იანვარშივე შეატყო, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა, ამიტომ საფლავის ძებნის თადარიგს თავადვე შეუდგა. განუყრელი და ძვირფასი მეგობრის ნიკო ღოღობერიძის გვერდით ისურვა დაკრძალვა დიდუბეში, საფლავისათვის ფული წინასწარ გადაიხადა….

მის ანდერძში ეწერა: „ყველაფერი ქართველმა ხალხმა მომცა და ყველაფერს ისევე ხალხსავე ვუბრუნებო“…

თავისი ქონებიდან მოგება დაუტოვა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ქართულ სალიტერატურო ფონდს, ქართულ დრამატულ საზოგადოებას, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას, ქართულ პედაგოგიურ ჟურნალ „განათლებას“, ტფილისის სახალხო უნივერსიტეტს….

ფული დატოვა სახალხო განათლების ფონდისათვის, ამ თანხით უნდა გაზრდილიყო სახალხო სკოლის მასწავლებლების, გლეხების და მუშების შვილები „ქართული ინტელიგენციის დემოკრატიული ნაწილის გასაძლიერებლად“…

რაც კი ებადა ყველაფერი მისთვის სათაყვანებელ ქართველ ხალხს უანდერძა, დაკრძალვის დღეს კი ცხედარს დაკემსილი წინდები და დაკერებული პიჯაკი ეცვა…

1912 წლის 10 ივნისს საქართველომ მიწას დიდი იაკობ გოგებაშვილი მიაბარა…”