1 აპრილი, 2023

გუჯა ბურდულის საუკეთესო ვიდეო

მსახიობ გუჯა ბურდულის კარიერის სავიზიტო ბარათი რეჟისორ თემურ ბაბლუანის ფილმში “უძინართა მზე” ნათამაშევი გელა ექიმის როლია.

მაყურებლისთვის მთელი ფილმი განსაკუთრებულად ძვირფასია, თუმცა ფილმში საუკეთესოა ფინალი – სადაც გელა ექიმი შვილს  ყველაზე მთავარს სთხოვს:

“არასოდეს არაფერი არ მოიპარო, შიმშილით რომ კვდებოდე მაინც, იცოდე, სხვისი არაფერი შეგშურდეს, მამა, და იცოდე, ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს, ან გეცოდებოდეს მაინც, ამიტომ იოლად ნურავის ნუ გაიმეტებ.”