ბრწყინვალე მიძღვნა იესოს

იესო ქრისტეს არაერთმა პოეტმა თუ მწერალმა მიუძღვნა უძვირფასესი სიტყვები – ლექსები, პოემები, მოთხრობები…

კვიპროსელი პოეტი კოსტას მონტისი პატარა, მაგრამ ბრწყინვალე ლექსს გვიზიარებს უფლის აღდგომასთან დაკავშირებით:

“იესოს

არ შემიძლია, დავიჯერო, უფალო,
რომ აღდგომისთანავე
ჩამოიშორე ყველაფერი ადამიანური
და არ შეუარე პირველ ყოვლისა
ერთი წუთით,
რომ გენახა დედა,
და არ შეუარე პირველ ყოვლისა
ერთი წუთით,
რომ ენახე დედას
(დედა, გააღე, მე ვარ!).”