მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ უდიდეს წარმატებას მიაღწია.
“ნიჭიერის” გამარჯვებულმა ხელოვანმა თავისი პირველი სიმღერა “Ocean Side” ჩაწერა და მსმენელის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ბარბარას ნამუშევარს ათასობით ნახვა, გაზიარება და მოწონება აქვს.
ბარბარა სამხარაძე:
“სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი მსმენელი ჩემს სიმღერას ამ სამი ქალაქიდან ჰყავს: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი.
ასევე უღრმესი მადლობა თითოეულ ემიგრანტს, ვინც ჩემს სიმღერას ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსმენს და აზიარებს.”