მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირველ რიგში, საოცარი ადამიანი იყო.
მასთან გატარებული ყოველი წუთი სასიამოვო და დაუვიწყარი გახლდათ, განსაკუთრებით მაNის, თუ სუფრასთანაც ერთად მოხვდებოდით.
ზურაბ ქაფიანიძე:
,,სამშობლოს სადღეგრძელო ძალიან მიყვარს. ამ სადღეგრძელოს შემდეგ ყოველთვის ვამბობ სულეთის სადღეგრძელოს. ქართველების გარდა ღვინით სულებს არავინ იხსენიებს.
ყოველთვის ვამბობ 9 ძმა ხერხეულიძის, 300 არაგველის, დიდგორის ომში დაღუპულთა შესანდობარს, იმათი, ვინც ეს ულამაზესი ტრადიცია დაგვიტოვა, ვინც პირველად პური გამოაცხო და ღვინო დააყენა, მერე ღვინო პურზე დაასხა და თქვა – სულეთის დიდება იყოსო.”