25 მარტი, 2023

ზაქარია ფალიაშვილის გასაოცარი ამბავი

გენიალური კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებაში მომხდარ ამბავს, უჩვეულებრივს ნამდვილად ვერ უწოდებთ.

კომპოზიტორის ისტორია ნუგზარ ვანიშვილმა გაგვიზიარა:

“ზაქარია ფალიაშვილს გარდაეცვალა 18 წლის ბიჭი და მძიმე კაეშანმა შეიპყრო, ხელი აიღო შემოქმედებაზე… სახლიდანაც აღარ გამოდიოდა.

მივიდა მასთან დიიდი ივანე ჯავახიშვილი და შესთავაზა-სთხოვა: “წამოდიო ჩემთან სოფელ ხოვლეშიო, გულს გადააყოლებო, სუფთა ჰაერი და სოფლის სიმშვიდე გარგებსო”. და წაიყვანა კასპის რაიონის ერთ-ერთ ჯადოსნულ სოფელში.

ერთხელაც ივანე ჯავახიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი სოფელში გზაზე მისეირნობდნენ. დაინახეს ურემში შებმული ხარები და მეურმე, რომელიც ურმულს მღეროდა და თან უსაზღვროდ სევდიანად.

ზაქარია ფალიაშვილს ეს მელოდია როგორ გამოეპარებოდა და უთხრა ივანეს მელოდიის უნიკალურობისა, ღრმა სევდიანობის შესახებ.

ივანეს უკითხავს უცნობი მეურმე გლეხისათვის: “ასე საოცრად, ასე სევდიანად, ასე ტკბილად როგორ და რისთვის მღერიხარო…?”

მეურმეს უპასუხნია: ” 18 წლის ბიჭი მომიკვდა, გულდათუთქული ვარო და სულიდან ასეთი სევდა და ხმები თავისით ამომდისო”

გაოცდა, გაასდა და თავიდან დაიბადა დიდი ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებითი ცხოვრება.

(მე არ ვიცი რა მელოდიას ღიღინებდა ქართლელი მეურმე კაცი).

1971 წელს ფალიაშვილის 100 წლის იუბილეზე იუნესკომ მოუწოდა-სთხოვა მსოფლიოს სახელმწიფოთა ყველა ცენტრალურ რადიოსადგურს, საღამოს 8 საათზე გაეშვათ “დაისის” უვერტიურა… და უამრავ ქვეყანაში დაისისას შესრულდა ოპერა “დაისის” შესავალი.”