ვანდალიზმი თემურ წიკლაურის საფლავზე

ლეგენდარული მომღერლის თემურ წიკლაურის საფლავი, რომელიც კოჯორში მდებარეობს, ვანდალების სამიზნე გახდა. გენიალური ხელოვანის განსასვენებელზე მდგარი ძეგლი უკვე მეორედ დააზიანეს. პირველად შემთხვევა გასულ წელს მოხდა.  

ქეთევან წიკლაური, თემურ წიკლაურის შვილი:

“გრძელდება ვანდალიზმი და მხეცების გამოსვლები.
კიდევ ერთხელ გააფუჭეს მამას სასაფლაოს ძეგლი, პოლიურეთანის სკულპტურა.
შარშან დედამიწა ამოგლიჯეს ხელებიდან, საქმეც კი აღიძრა მაშინ…
ეხლა კი ეს!
მეგობარმა გამომიგზავნა სურათი, მე არ ავსულვარ დიდი ხანია, ვირუსი მაქვს, სახლში ვარ ერთი კვირაა უკვე…
იცით, არც ვიცი რა დავწერო!
მადლობა ,,საქართველო”?…
არა, ყველაფერი ზედმეტია.
სიტყვები უძლურია…”