23 მარტი, 2023

ტარიელ ჭანტურიასა და ჭაბუა ამირეჯიბის გამორჩეული ისტორია

პოეტი ტარიელ ჭანტურია მწერალ ჭაბუა ამირეჯიბზე საუბრისას ყოველთვის იხსენებს ამბავს, რომელიც მისთვის დაუვიწყარია.

“ჭაბუა ამირეჯიბთან მეგობრები ვთამაშობდით პოკერს. ჭაბუას დედა კატორღელი ქალი იყო. მას ვნახულობდით როდესაც მივიდოდით, მოგვესალმებოდა, გაგვიღიმებდა და შევიდოდა თავის ოთახში. მას პირადად არასდროს დავლაპარაკებივარ. როდესაც იგი გარდაიცვალა, ჭაბუას მეუღლემ თამრიკომ დამირეკა, კატორღაში გადაღებული სურათების ალბომი ვნახე, ვიცი ასეთი რაღაცეები გაინტერესებს და ხომ არ გამოივლიდიო.

იმავე დღეს წავედი. მივედი და ვათვალიერებთ სურათებს. ერთ ფოტოზე 5 პატიმარი ქალია – სამნი სხედან, შუაშია ჭაბუას დედა, ორნი დგანან და ერთი არის დედაჩემი. ეს იყო ჭაბუასთვის და ჩემთვის აბსოლუტური მოულოდნელობა – თურმე ჩვენი დედები ერთად იმყოფებოდნენ გადასახლებაში.

მაქვს ის სურათი სახლში, არ აწერია თარიღი, როდის არის გადაღებული, სად არის გადაღებული.”