31 მარტი, 2023

საქართველო, იამაყე გიორგი გიგაშვილით!

პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე ნამდვილი ფურორი მოახდინა – მეორე ადგილზე გავიდა და ყველა მნიშვნელოვანი პრიზი დაიმსახურა. ქართველი მუსიკოსი ერთადერთი კონკურსანტი აღმოჩნდა, რომელსაც დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ოვაციებითა და მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. ჟურნალისტებმა კი მას “გენია საქართველოდან” უწოდეს.

სასიხარულო ინფორმაცია კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ გაავრცელა:

“17 დღე ურთულესი კონკურსის, II ადგილი და ყველა მნიშნელოვანი პრიზი (სულ 8 პრიზი) ჩვენია:
მე-2 ადგილი, ვერცხლის მედალი, და მოშე მაიერის პრიზი /second prize, Silver medal and Moshe Mayer prize.

მსმენელის პრიზი/Audience prize.

ებრაელი კომპოზიტორის საუკეთესო შემსრულებელი/Israeli piece for the best Israeli composition.

კამერული მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი/Best performer of chamber music.

კონსერვატორიების ფავორიტი (ზუსტად დასახელება როგორ არის ნამდვილად არ ვიცი).

ახალგაზრდა ჟიურის I ადგილი პრიზი/Young jury Ist prize.

შენი რეზო ბაბუ ნამდვილად ხარობს მიღმისეულ სამყაროში. ჩვენ კი სიტყვებიც არ გვაქვს საკმარისად გამოვხატოთ ის სიამაყე და ბედნიერება, რაც შენ მოგვანიჭე.

ვულოცავ ქართულ საშემსრულბელო სკოლას… და ყველაზე დიდი მილოცვა შენ, Self made უშიშარო ადამიანო.

იამაყე საქართველო!!!

ლაღად და თავისუფლებით დატენილს გევლოს მუსიკოსის და არტისტის ამ ძალიან რთულ გზაზე, გიორგი. ზუსტად ვიცი, შენს ბეწვის ხიდს ყოველთვის გაივლი.”