8 მარტი, 2023

საამაყო გიული ჩოხელი

ლეგენდარული მომღერალი, ჯაზის ცოცხალი ლეგენდა გიული ჩოხელი ძალიან ემოციურ წერილს გვიზიარებს:

“მოსკოვში, სადაც ჩემი შვილია დაკრძალული, არ ვყოფილვარ და ვერც ვერასდროს ჩავალ, იმიტომ რომ ჩემთვის რუსი აღარ არსებობს, მას შემდეგ, რაც ქართველები თვითმფრინავში ჩატენეს, სადაც ძროხებს ტენიდნენ და გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც სოხუმიდან მკვდარი შვილებით ხელში დედები მოდიოდნენ…

ამას ვერ ვაპატიებ რუსებს, მე მთიული ქალი ვარ, ამიტომ ეს დამთავრდა. ვერ ჩავედი ჩემი შვილის საფლავზე და ვერც ჩავალ, ჩემი შვილი ჩემთვის ცოცხალია, სიზმარში ყოველთვის ვხედავ მას და ვესაუბრები.”