4 მარტი, 2023

ქართული “იავნანა” პეტრე ჩაიკოსვსკის “მაკნატუნაში”

კომპოზიტორმა პეტრე ჩაიკოვსკიმ თავის უკვდავ ბალეტში “მაკნატუნა”  ქართული “იავნანა” გამოიყენა. ქართული ჰანგები ბალეტის მე-2 აქტში ჟღერს. ეს არის სუიტა სახელწოდებით “არაბული ცეკვა”.

პეტრე ჩაიკოვსკი სხვა სახელოვანი კომპოზიტორების მსგავსად, თავის შემოქმედებაში უცხო ქვეყნის ფოლკლორულ თემებს იყენებდა, ასე მოხვდა მის “მაკნატუნაში” “იავნანა”.

ცნობილია, რომ კომპოზიტორი საქართველოში წლების მანძილზე ცხოვრობდა.ისთბილისშიმთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიის სიახლოვეს იყო დაბინავებული. მკურნალობდა ბორჯომსა და ბაკურიანში. ბორჯომის დატოვების შემდეგ დაწერა: „ჩემი აზით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში“.