31 მარტი, 2023

ნუცა ბუზალაძის ფურორი ჰოლივუდში

ნუცა ბუზალაძე “ამერიკის ვარსკვლავში” – American Idol-ში მონაწილეობს. მან ჟიურისგან ოქროს ბილეთი მიიღო და ჰოლივუდში გამგზავრების უფლებაც მოიპოვა.

ნუცა ჟიურის წინაშე შთამბეჭდავი გამოსვლით კიდევ ერთხელ წარსდგა. ქართველ მომღერალს აღფრთოვანებული ჟიური და დარბაზი ფეხზე წამოუდგა და ტაშით დააჯილდოვა.