2 მარტი, 2023

ნინო რამიშვილი სოფიკო ჭიაურელზე

ქართული ცეკვის ჯადოქარი ნინო რამიშვილი ლეგენდარული მსახიობის სოფიკო ჭიაურელის უნიკალურ “კინტაურს” ასე აფასებდა:

“როცა სოფიკოს “კინტაურს” ვუყურებ, თითქოს პირველად ვხედავ ამ ცეკვას. ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნებას ვიღებ! ვერავინ ცეკვავს ასე, ასეთი საოცარი პლასტიკით, საოცარი შინაგანი განცდით!“