კითხვა, რომელიც პუბლიცისტმა ნიკო ნიკოლაძემ დასვა, ეკუთვნის ყველას, ვისთვისაც საქართველოს ინტერესები ძვირფასია:
“ვკითხავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ინტერესები: ნუთუ სამშობლოს ბედსა და მომავალს მათ გულში იმდენად უმნიშვნელო ადგილი უჭირავს, რომ აუღელვებლად და უპროტესტოდ შეუძლიათ უყურონ თანდათანობით დაკნინებას ქართველი ინტელიგენციისა, რომელიც შეუბრალებლად იჭყლიტება უნიჭოთა ვიწრო, პირადი ინტერესების მოძალებისაგან?…”