5 მარტი, 2023

მირზა გელოვანის საოცარი წერილი

არაჩვეულებრივი პოეტის მირზა გელოვანის სიცოცხლე ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ის ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში 1944 წელს 27 წლისა დაიღუპა. პოეტი ბელორუსში,სოფელ სანიკში  არსებულ ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.

“არტ ინფო” პოეტის ერთ-ერთ წერილს გიზიარებთ, რომელიც ფრონტიდან არის გამოგზავნილი:

“მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები მაქვს (სათუთად გახვეული უბის წიგნის ფურცლებში. თინამ გამომიგზავნა ისინი თბილისიდან), კრწანისში თუ კოჯორზე, ოქროყანაზე თუ დიღმის დიდ ველზე უნდა იყვნენ მოკრეფილნი და მე მათში ვგრძნობ ქართული მიწის სუნსა და სიახლოვეს. თინასგან იები დამრჩა სახსოვარი, ჩემი – არავის არაფერი. ყოველთვის ღარიბი ვიყავი და ხელმოკლე, მაგრამ მე მქონდა უდიდესი მიზანი და თუ ცოცხალი დავრჩი, ჩვენი გამარჯვების შემდეგ განვახორციელებ ჩემს დიდ ლიტერატურულ მიზანს.”