26 მარტი, 2023

ჯუნიორ ამირან შალიკაშვილი: “არ მაინტერესებს საჯაროდ პაკლონზე გამოსვლა!”

პანტომიმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯუნიორ ამირან შალიკაშვილი საზოგადოებაში გაჩენილ კითხვას პასუხობს, რომელიც მამის – მაესტრო ამირან შალიკაშვილის საღამოს ფინალმა გამოიწვია: ჯუნიორ ამირან შალიკაშვილი – ღონისძიების რეჟისორი ფინალში პაკლონზე არ გამოვიდა.

ჯუნიორ ამირან შალიკაშვილი:

“ბევრი ჭორი გავრცელდა, ვითომდა ვინმე შეურაცხყოფილი დარჩა და რატომღაც არ შეიძლება ასე მოქცევა. წერენ, რომ ეს კანონია, რომელსაც ვერავინ გადააბიჯებს.

ჩემთვის ყოველი მაყურებლის ტაში ძვირფასია, მე ჩემი მაყურებლის წინაშე დიდი პატივი ვალდებულება მაქვს, ყოველთვის ქედს ვიხრი, როდესაც მე – არტისტი ვდგავარ მათ წინაშე. რაც შეეხება ამ ფაქტს, იმისდა მიუხედავად, რომ მე ასობით ღონისძიება მაქვს ჩატარებული, რეჟისორობის პრეტენზია არ მაქვს და არც მიმაჩნია კონკრეტულ მომენტში სადმე გამოვჩნდე. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. რეჟისორებო, ხელოვანო ადამიანებო და თეატრმცოდნეებო, მე ძალიან კარგად ვიცი, ვის რა სახით და როგორი მადლობა უნდა გადავუხადო, ის ვინც ცდილობს რაღაცით მაყურებელი დააბნიოს და შეცდომაში შეიყვანოს ჩემი ურთიერთობის გამოყენებით ვერაფერს მიაღწევს, ადამიანებთან ჩემს პირად ურთიერთობებს ვერ დაარღვევთ ვერაფრით, მე ყველას პატივს ვცემ! მე არ მაინტერესებს საჯაროდ გამოსვლები ზოგ-ზოგიერთებივით, რომ ქულები დავიწერო, ვინც მიცნობს, მიხვდება, ჩემი პატივისცემა და მადლობა ყოველთვის გამომიხატია ყველასთან, თუ როგორი ფორმით, ეს უკვე ჩემი საქმეა! დანარჩენი თქვენი საქმეა, თქვენ მოიქეცით ისე, როგორც გნებავთ. მადლობა ყურადღებისთვის!

P.S. მე ვარ თავისუფალი ადამიანი და მე ჩემი შეხედულებები მაქვს! ძალიან კარგად ვიცი ტრადიციები, მაგრამ უფრო კარგად ვიცი მომავალი! მე ვაშენებ მომავლის თეატრს, თანამედროვეს, სადაც სიტყვის თავისუფლება პირველ ადგილზე არის!”