26 მარტი, 2023

გურამ დოჩანაშვილი მთავარი სათქმელით

არაჩვეულებრივი მწერლის გურამ დოჩანაშვილის მთავარი სათქმელი მთელი ცხოვრება ის გახლდათ, რომ ადამიანი სადაც დაიბადა, იქ უნდა დარჩეს:

„ადამიანი სადაც დაიბადა, იქ უნდა დარჩეს. ეს მე არ მითქვამს: ღმერთმა, მთავარმა – არ ვიცი, რა ვუწოდო – იმან თქვა, მისგანაა ნათქვამი ყოველივე.

გოეთე რომ ჩინეთში დაბადებულიყო, ან ლაო ძი გერმანიაში, კარგი იქნებოდა?! სადაც დაიბადე, იქ უნდა იცხოვრო, იქაა შენი ადგილი.

სადაც დავიბადე, იქ უნდა კეთილ ვინებო და ვზიდო ის ტვირთი. კალმახი, სიკვდილი რომ მიუახლოვდება, იქ მიდის, სადაც დაიბადა. სადაც დავიბადეთ, იმის ღირსები უნდა ვიყოთ.

ერთმა შემომჩივლა, ჩამორჩენილივით მიყურებენ, მე რომ უცხოეთში წასვლა არ მინდაო. ყველას უცხოეთში უნდა წასვლაო. საზღვარგარეთ წასვლა სამშობლოს ასპირანტურად მიაჩნიათ. არადა, ხომ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთმა უკეთ იცის, ვინ სად უნდა დაიბადოს…”