24 მარტი, 2023

გიორგი გიგაშვილის ორმაგი უდიდესი წარმატება

უნიჭიერესი პიანისტის გიორგი გიგაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში უდიდესი წარმატების ეტაპია – რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია და Classic FM-ის 30 საუკეთესო მუსიკოსთა ჩამონათვალშია.

საუკეთესო მუსიკოსთა 30-ეულში არიან სხვადასხვა ქვეყნის ნიჭიერი ხელოვანები – ჩელისტები, მეცო სოპრანოები, მესაყვირეები, პიანისტები, კლარნეტისტები, ფლეიტისტები, გიტარისტები, დირიჟორები… მათ შორის მე-14 ადგილს ქართველი გიორგი გიგაშვილი იკავებს.

რაც შეეხება არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსს, ქართველი პაინსიტთან ერთად ფინალში კიდევ 5 მუსიკოსია. გამარჯვებული კი 30 მარტს დასახელდება.

ნიკოლოზ რაჭველი:

“გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია!

იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე უსაზღვროდ პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა, თან მას შემდეგ, რაც 7-8 მარტის აქციების დარბევაშიც მოყვა და გაზის კაფსულებს თუ წყლის ჭავლს ვერც ერთ დღეს გადაურჩა. მერე გაფრინდა თელ-ავივში, პირველი და მეორე ტურის ურთულესი პროგრამები ბრწყინვალედ დაუკრა და მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა პიანისტთა შორის ღირესეული ადგილი მოიპოვა!

ვერც კი აღვწერ რა ბედნიერი ვარ!”