23 მარტი, 2023

“ძალიან, ძალიან მეცოდება ინგა ფერაძე”

მომღერალი ინგა ფერაძე სამშობლოსგან შორს, ბრიუსელში ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარშია.

ირაკლი კორძაიამ მასთან ჩასვლა და გადაღებები დაგეგმა, თუმცა მომღერლის შვილის მხრიდან პრობლემებს წააწყდა:

“ინგა ფერაძე ბრიუსელის ერთ-ერთ მოხუცთა პანსიონშია. ბევრს არ მივედ-მოვედები, არის ცუდად. მომდევნო კვირაში მასთან შესახვედრად მივემგზავრებოდი – ტელეფონით (შვილის ტელეფონით) შევუთანხმე შეხვედრა და რამდენიმე გადაღება. (ჩემი პირადი სახსრებით, ჩემი პირადი აპარატურით) გახარებული იყო უზომოდ – “ჩემს ქართველებს არ დავვიწყებივარო”.

ასე გრძელდებოდა, ვიდრე მის შვილს უეცრად ფინანსური ინტერესი არ გამოუჩნდა. მოულოდნელად კომუნიკაციის გაგრძელება ადვოკატის მეშვეობით გადაწყვიტა, ყველანაირად ცდილობდა საკუთარი “მნიშვნელობის” ხაზგასმას და ამაღლებას. ადვოკატს ისე ახსენებდა, როგორც “ბუას”. ადვოკატი ადეკვატური გამოდგა – მალევე მიხვდა, რომ საერთოდ არ არის ფულის თემა. როგორც ჩანს, ეს გარემოება ინგას შვილისთვის გამაღიზიენებელი აღმოჩნდა და ამის შემდეგ გადაწყვიტა, თავად განსაზღვროს გადაღებების რაოდენობა/ ბოლოს ისევ ადვოკატზე დაყრდნობით, გამომიცხადა, რომ ერთი გადაღება-დღეც მეყოფოდა. გავარკვიე, ადვოკატმა არაფერი იცოდა.

მოკლედ, ადამიანი (შვილი) პარაზიტირებს იზოლაციაში მყოფი დაუძლურებული დედის სახელით (პანსიონში ინგას საკომუნიკაციო საშუალებები არ აქვს) , მხოლოდ სარგებელზეა ორიენტირებული. გითხრათ გაოგნებული ვარ, ნიშნავს არაფერი გითხრათ.

გადაღებები, ინგასთვის სერიოზული თერაპია იქნებოდა, სიცოცხლეს გაუხანგძლივებდა. ეს ძალიან კარგად იცის ინგას შვილმა. რაც კიდევ უფრო გასანცვიფრებელია – როგორ შეიძლება ამ სიხარულს მოხუც მშობელს (არტისტს) ართმევდე. ასეთი თავგადასავლის შემდეგ, ცხადია, გადაღებები შეუძლებელია.

P.S. ინგასთან დამაკავშირა მაკა რაზმაძემ. თითქმის ერთადერთი ადამიანია თბილისიდან, ვისაც არ დავიწყებია და მუდმივად ინტერესედებოდა მისი მდგომარეობით. მადლობა დახმარებისთვის და ბოდიში, გაუგებრობაში მოხვედრისთვის მაკა.  ძალიან, ძალიან მეცოდება ინგა ფერაძე