21 მარტი, 2023

დიდებული გიორგი ლობჟანიძე

პოეტი გიორგი ლობჟანიძე თავისი არაჩვეულებრივი პოეზიით ათასობით მკითხველს აღაფრთოვანებს.

“არტ ინფო” მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთ ლექსს გიზიარებთ, რომელიც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცს” ეძღვნება:

“ბოლოს და ბოლოს აღმოვაჩინე,
მივხვდი ცხოვრება რატომაც მიჭირს,
ჩემივე სულის დიდ უდაბნოში
მე დამეკარგა პატარა პრინცი.
ამ ვარსკვლავეთის შორეულ ციმციმს,
ვეღარ გაუძლო სულ უიალქნოდ,
გალოთდა ჩემი პატარა პრინცი
და გზას სახლისკენ ვეღარ მიაგნო.
უსაყვარლესო დიდო ანტუან,
ვიცი მხოლოდ შენ მიხვდები ნათქვამს,
ამ ქვეყნად ყველა პრინცი მარტოა,
რადგან არავინ უხატავს ბატკანს.”