7 მარტი, 2023

ბესიკ ხარანაულის გენიალური შეძახილი

“შეძახილი” – ასე უწოდა პოეტმა ბესიკ ხარანაულმა თავის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც ახალგაზრდებს მიუძღვნა:
“ჩემო ახალგაზრდა კაცო,
მე კი ვიცი, სხვას რომ ვმღერი,
მაგრამ, რა ვქნა,
ეს ბებერი
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!
ზოგი ტირის,
ზოგი ღნავის,
ლხინში არის დანარჩენი,
მაგრამ, სხვისი არავისი,
საქართველო არის შენი!
მძიმე ტვირთს რომ
ზურგზე გკიდებ,
მართალს გეტყვი,
ცოტად მრცხვენის,
მაგრამ რა ვქნა, ეს ბებერი,
და ეს ოხრად დასარჩენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!
ჩემო ახალგაზრდა კაცო,
სახით შენით თავსაც შვენი,
და იმედს თუ ჩამინერგავ,
ტკივილებსაც მოვირჩენდი,
გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!”