ბესიკ ხარანაულის ბრწყინვალე სიტყვები

ბესიკ ხარანაული ის პოეტია, რომელიც ყველგან და ყოველთვის მზადაა გადამწყვეტ მომენტში თვისი სათქმელი თქვას:

“ასპარეზზე გამოვლენ ახლები
დამთავრდა ერა
ჰალსტუხიანების,
მუცელგველიანების!
გინდ არქვი მგლები,
გინდ არქვი ძაღლები,
ასპარეზზე გამოვლენ
ახლები!
აიყრება დახლები.
გაწმენდენ,
გაწმენდენ,
სიმღერის თანხლებით.
ასპარეზზე გამოვლენ ახლები!
მე შორს დავუდგები,
შორს დავესახლები,
ვუყურებ,
დავტკბები,
ვუყურებ,
გავძღები :
ასპარეზზე გამოვლენ ახლები!”