13 მარტი, 2023

ამბროსი ხელაიას გენიალური პასუხები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში ამბროსი ხელაია პროკურორ ოკუჯავას კითხვებზე გენიალურ პასუხებს აძლევდა:

“პროკურორი ოკუჯავა: – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი: – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
პროკურორი ოკუჯავა: – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი: – 120 წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარი ხალხისთვის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.
პროკურორი ოკუჯავა: – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი: – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.
მოსამართლე ერქომაიშვილი: – მაგალითად, რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?
კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი: – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც…“