20 მარტი, 2023

აკაკი წერეთლის ოქროს სიტყვები

მიუხედავა იმისა, რომ პოეტმა და მწერალმა აკაკი წერეთელმა ეს ოქროს სიტყვები 1872 წელს დაწერა, დღეს საოცრად აქტუალურია:

“აღარ გვაქვს გრძნობა, დავკარგეთ გონი,
გაგვიქრა სული მამა-პაპური!
ჩინი შეგვექმნა ჭკუის საწონი
და ძმობის ნაცვლად-ბოროტი, შური!

ადგილი იგი, სადაც ჩვენს წინაპარს
სისხლი უღვრია თავგანწირულსა,
შვილთ გვეზიზღება დღეს, აღარ გვიყვარს
და ვერ გვიხურებს გაყინულს გულსა!..

იქ, სადაც ძველად ქართველი ქართველს
ხელს მიაწვდენდა ძმურად, საშველად,
დღეს იქ ქართველი ყელში უჭერს ხელს
თვის მოძმეს სულის ამოსახდელად!..

ჯერ მოჰკლავს ტანჯვით და დევნით საწყალს,
მერე მოვა და ზარით იტირებს,
აასრულებს ის უკანასკნელ ვალს,
ფარისევლობით მჭვრეტელს აკვირვებს!..

ფარისეველო! გაუტანელო!
სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო,
ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო!
რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო?!

რისთვის გაჰყიდე?.. მაგრამ კითხვა ღირს?!
განა ეს ისეც არ შაგვიტყვია:
მხოლოდ ის ჰკურნებს ქართველისა ჭირს,
თუ თავის მოძმეს გულში ჰკრა ტყვია!..

დავკარგეთ გრძნობა, აღარ გვაქვს გონი,
გაგვიქრა სული მამა-პაპური!
ჯილდო შეგვექნა ჭკუის საწონი
და ძმობის ნაცვლად – შური და შური!..”