ინდური კინოს ლეგენდა რაჯ კაპური თბილისს გასულ საუკუნეში სტუმრობდა.
ლეგენდარული ფილმის “ავარას” მთავარი როლის შემსრულებელთან დაკავშირებით ერთი ისტორია სოსო წიფურიამ გაიხსენა, რომელიც იმ დროს მეექვსე ვაჟთა სკოლის მოსწავლე იყო:
“ორმოცდაათიან წლებში იყო ინდური ფილმი “ავარა” და თბილისში ჩამოვიდა რაჯ კაპური – ფილმში მთავარი ქურდის როლის შემსრულებელი.
თბილისელმა ქურდებმა მაჯიდან საათი მოპარეს და დაუბრუნეს წერილით, რომ ჩვენც არანაკლებები ვართო!”