გიფიაქრიათ, შოთა რუსთაველს “ვეფხისტყაოსანი” ახლა რომ დაეწერა, ფეისბუქში დაედო?
ამ საკითხზე ფილოლოგი გია მურღულია დაგვაფიქრებს:
“რუსთველმა ვეფხისტყაოსანი ახლა რომ შექმნას, დადოს ფეისბუქში და ერთი სიტყვა, შემთხვევით, არასწორად დაწეროს, იტყვიან:
მაგას ერთი სიტყვის დაწერაც არ უნდა ანდოს კაცმაო.
აი, ასე – მისხალს შეუძლიათ გადააყოლონ მთელი სამყარო.
ის ერთი სიტყვაც რომ არ შეეშალოს, ბევრი მაინც ასე დაწერს.
ადამიანებმა უნდა ისწავლონ, როგორ დაიხსნან საკუთარი თავი ღვარძლისგან.
ეს არ არის ძნელი – ცოტა სიყვარული უნდა დაიხმარო.
ათას სიკეთეში ერთი შეცდომა რომც აღმოაჩინო, არ ღირს ამის გამო ადამიანთა დაცინვა, განქიქება, ლანძღვა და დამცირება.
ბოროტება, საბოლოოდ, სხვებზე მეტად, მის ჩამდენს ანადგურებს.
“მოიხედე მრისხანების ჟამს”.