26 თებერვალი, 2023

ოდრი ჰეპბერნისა და ნუგზარ რუხაძის საოცარი ისტორია

მსოფლიო ლეგენდასთან, უმშვენიერეს და უნიჭიერეს ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრის ბედნიერება ქართველ ჟურნალისტს ნუგზარ რუხაძეს ატლანტაში მიეცა:

“ერთი დღე ოდრი ჰეპბერნთან

გამიმართლა, რომ ერთი დღე ოდრი ჰეპბერნთან ერთად გავატარე, როცა ის ატლანტაში ჩამოვიდა, როგორც UNICEF-ის წარმომადგენელი. ჩემმა ტელევიზიამ დავალება მომცა, რომ სიუჟეტი გამეკეთებინა ვარსკვლავზე. უკვე ხანში იყო შესული მეტნაკლებად, თუმცა, ის სინათლე და სათნოება თვალებში მაინც შემორჩენოდა. დღე იყო სრულიად დაუვიწყარი. იმდენად თბილად მომექცა, რომ სახელითაც მომმართა – ნუგ, როგორც ტელევიზიაში მეძახდნენ.

ეს ძვირფასი ფოტო შემთხვევით გადაიღო ერთმა უცნობმა ფოტოგრაფმა. იმ კეთილმა კაცმა, მოგვიანებით, სურპრიზი მომიწყო და კონვერტით მომართვა სურათი.

კაცობრიობის ისტორიამ ოდრი დაიმახსოვრა როგორც ნამდვილი კლასიკა, რომელსაც ასაკი არ ეხება, თუმცა, ჩვენი შეხვედრისას, ის ძალიან გამხდარი იყო და სახეც შესამჩნევად დანაოჭებული ჰქონდა. ეს ანგელოზი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა. სიტყვები არ მყოფნის მისი კაშკაშა სილამაზისა და სინაზის გადმოსაცემად, რომელიც მხოლოდ ეკრანზე მქონდა ნაგრძნობი. დაუჯერებელია, რომ ცხოვრებაში ვნახე და ველაპარაკე კიდეც.”