მსახიობი ნინო კასრაძე მომღერალ ირაკლი ჩარკვიანზე ყოველთვის დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს:
“ირაკლის ხან ქუჩაში შევხვდებოდი, ხან სადღაც გადავიკვეთებოდით, ყოველთვის დიდხანს გაგიჩერდებოდა…
ირაკლი რომ იყო – იყო და იყო… და არის… რომ წავიდა… ჩვენ არ ვმეგობრობდით, ფილმში “ორფეოსის სიკვდილი” გადავიკვეთეთ… ირაკლი რომ წავიდა, მაშინ მივხვდი ის რა იყო…
ამ კაცმა, მაშინ ბიჭმა – ჩვენ მე და ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს გადაგვატანინა ის წლები… მისმა ნამდვილად მეფობამ… ის მეფე იყო ჩვენი სულის მეფე რაღაც მომენტში იმ ძალიან რთულ პერიოდში…”