10 თებერვალი, 2023

მუხრან მაჭავარიანის ბრწყინვალე სიტყვები

არაჩვეულებრივ პოეტ მუხრან მაჭავარიანს სულ აწუხებდა საქართველოს ბედი და ამას თავის საოცარ ლექსებში ამბობდა:

“გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს უტიფრად წირვა,
განზრახ დაფხრიწეს არაერთი ქართული ნუსხა…
სადაც “თორნიკე ერისთავი” – ეწერა წინათ, –
მუნ “ნიკიფორე კეისარი” – დაწერეს ურცხვად.
ქართველი ამას იკადრებს?! –
არა!
ათონის ლავრა ნაპარავი დიდებით ბრწყინავს,
მკვრეხელთა ურცხვი საქციელით ქრისტეა სახტად…
სადაც “დარეჯან დედოფალი” – ეწერა წინათ, –
“ირინა – ბერძენთ დედოფალი” – წერია ახლა.
ქართველი ამას იკადრებს?! –
არა!
გვინგრევენ წარსულს,
გვაოხრებენ, –
ჩვენ ყურზე გვძინავს.
იგივე ხდება
უცხოეთში კი არა,
აქაც:
აგერ,
ჩვენს თვალწინ, –
ძველი ძეგლი, –
ზედ ხრამის პირას,
კაცმა არ იცის,
სად,
როგორ გაჰქრა.
ქართველი ამას იკადრებს?! –
არა!
რაც შეუძლიათ მუშაობენ
წერაქვით,
ნაღმით:
სადაც ქართული წარწერაა,
თავისას წერენ…
ისაკუთრებენ, – ერთ დროს ჩვენმა რაც შექმნა ხალხმა, –
და…
“ჩვენიაო!” –
გაჰყვირიან საქვეყნოდ მერე.
ქართველი ამას იკადრებს?! –
არა!
ქართველი კაცი ბუნებით არაა პლაგიატორი,
ყვავი ვარ?!
ყვავად მოვკვდები!
იადონს, –
ხმა იადონის!”