3 თებერვალი, 2023

ჯემალ ღაღანიძის დაუვიწყარი ამბავი 

თეატრისა და კინოს მსახიობს ჯემალ ღაღანიძეს არაერთი განსაკუთრებული და დაუვიწყარი ისტორია ჰქონდა, თუმცა უდიდესი სიყვარულით იხსენებდა რეჟისორ ქართლოს ხოტივარის ფილმს “ლაზარე”.

ფილმში მთავარ როლს 12 წლის გეგა კობახიძე ასრულებდა, თავად კი შახტიკოტეს განასახიერებდა. ჯემალ ღაღანიძისთვის ყველაზე ემოციური გეგას გმირის ცემის გადაღება იყო:

“როდესაც ფილმში ჩემი გმირი ლაზარეს სცემს, ეს მომენტი ჩემთვის ურთულესი იყო. ცემის ეპიზოდში გეგას დასარტყმელად ვერ ვიმეტებდი, მეცოდებოდა. ისეთი ჭკვიანი და სასწაული ბიჭი იყო, თვითონ აქეთ მამხნევებდა და მამშვიდებდა: “დამარტყით, მაგრად დამარტყით,  ჯემალი ბიძია, სჯობს, ერთხელ და კარგად მცემოთ, თორემ ხომ იცით, მაინც თავიდან გადაგვაღებინებენო.”