3 თებერვალი, 2023

გელათის უნიკალური ფრესკების უმძიმესი ფოტოები

გელათის უნიკალური ფრესკები რომ უმძიმეს მდგომარეობაშია, ყველამ ვიცით, თუმცა თორნიკე ბარათაშვილმა მათი უახლოესი კადრით გადაღება მოახერხა და დაგვარწმუნა, რომ სიტუაცია იმაზე უფრო რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია:

“როცა ხარაჩოზე პირველად ავედი და ეს ვნახე, კარგა ხანს გამიჭირდა რეალობის აღქმა.
ასე რთულად ქვემოდან არ ჩანდა სურათი.

ბრაზი, უსუსურობა და უიმედობა მზერაში გამეყინა და დიდხანს ვაკვირდებოდი ქვეყანაში ჩამოწოლილი უბედურების საშინელ ანარეკლს, ისე მძიმედ აღვიქვი, ხარაჩოდან ჩამოსულმა ეზოში აღმოვაჩინე, რომ კამერაში არაფერი მქონდა, იქ გადაღებაც ვერ მოვახერხე პირველ ასვლაზე.

მივხვდი, რომ ეს იყო ის, რასაც უკან ვეღარ დავაბრუნებდით, რასაც არაფერი ეშველებოდა, თუმცა მძიმე რეალობის გათვალისწინებით ვერ ვიფიქრე, რომ ამის უარყოფის, შეფუთვის, შელამაზების მცდელობას, ვინმე გაბედავდა და ამის გავრცელების შემდეგ, “შემოქმედები” მყისიერად, დუმილით არ მოსცილდებოდნენ პროცესს.

ბრაზის მიუხედავად, დასჯაზე არ მიფიქრია, ვინ რა დოზით შეიძლება დაისაჯოს, რომ სასჯელი ამ დანაშაულის თანაზომადი იყოს და მსგავსი ზარალი გაასწოროს..

გელათზე მიყენებული ზიანი ეს ისაა, რასაც რიცხვებში ვერ გამოხატავ…
ძალა ეყოთ და გაჯიუტდნენ, ბოლოს იმდენად, რომ ომი იქეთ გამოგვიცხადეს ყველას, ვინც გელათზე ხმას ვიღებდით.
პოლიტანგაჟირებულების სტატუსები მოგვაკერეს, მართულობაშიც გვამხილეს, “ხარაჩოზე ბოდიალის” გამო კრიმინალისტების ჯგუფი გამოუშვეს, ოფიციალურ განცხადებებში ფრესკების დაზიანებას გვაბრალებდნენ… ათასი ბრიყვული სიშლეგე მოიფიქრეს, მაგრამ ეს უბედურება არ აღიარეს. ან რა აღიარება უნდა იმას, რაც ფოტოზე ჩანს. თუმცა დოზირებული აღიარება საბოლოოდ მოუწიათ, მესამე წელი მიდის და სტილი არ იცვლება.

მაშინ ორი ხელი ჰყოფნიდა იმ ხალხის ჩამოთვლას, ვინც გელათზე ხმამაღლა საუბრობდა პროფესიონალური წრეებიდან, მგონი ერთიც ჰყოფნიდა. ახლა “მეამბოხეთა” რაოდენობა მზარდია, თანაც სისტემის შიგნით. თუმცა, ბევრი დრო გაცდა და სულ მაგას მოვუწოდებდით თითოეული პროფესიონალის გააქტიურებას ოქროს ფასი ჰქონდა, ამ წრის გაფართოება გარდაუვალი იყო.

დღეს გელათზე ყველა ლაპარაკობს. ისინიც, ვინც ეჭვის თვალით უყურებდნენ გავრცელებულ მასალებს არასახელისუფლებო მხარესაც და მონდომებით უყრუებდნენ, თითქოს არ ენახათ.
ახალი რა უნდა მოიფიქრონ, პოლიტანგაჟირებულებს და არაპროფესიონალებს, კვალიფიკაციის არმქონეებს ისევ სხვებს უწოდებენ ამის შემოქმედები.

საუბედუროდ, გელათი ის ვეღარ იქნება, რაც თუნდაც 2018 წლის დასაწყისში იყო, მაგრამ აუცილებლად გადარჩება იმ რელიგიური პოპულისტების მონდომებული მავნებლობის მიუხედავად, რომლებიც გასანათლს იორდანიაში აწყობენ, გარეჯის საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებენ, ფეისბუქზე რელიგიურ დღესასწაულებს ხატებით ულოცავენ, ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული.

დასკვნის ავტორები გელათში არასდროს გვინახავსო. ხალხმა, რომლებმაც თავადაც აგერ, ახლა დაიწყეს შემორბენითი სიარული. პილიგრიმი და მართლმორწმუნე პრემიერი თუ უნახავთ?! ერთხელ მაინც…”

პ.ს. პოლიტანგაჟირებულებიო წულუკიანმა…

ალბათ ეს უნდა მოგვწონდეს, აქამდე ვინც ხმას არ იღებდა და ახლაც დუმს ეს მოსწონს.”