4 თებერვალი, 2023

გამორჩეული სიტყვები ნიკო ფიროსმანს

გენიალურ მხატვარს ნიკო ფიროსმანს არაერთმა შემოქმედმა მიუძღვნა უძვირფასესი სიტყვები.

პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა მისდამი პატივისცემა ლექსით გამოხატა.

“სანთელი

(ნიკო ფიროსმანაშილს)

შენ ციური ხარ, უფლის ხმობილი,
ო, პაწაწინა თაფლის სანთელო.
გყოლია მრევლი ხელაპყრობილი,
შენ შეგინახავს ეს საქართველო.
ჩამოგიქროელბს სული ტაძართა
და ეგ სიწმინდე გასაკვირია:
ბევრჯერ მომხდურმა ცრემლი წაგართვა,
ბევრჯერ დაღვრილხარ და გიტირია…
…შენ სანთელი ხარ, სუსტი, უბრალო,
მაგრამ რამდენი კვნესა გიგრძვნია.
შენ, საქართველოს ჭირისუფალო,
ბედნიერი ხარ, წვა შეგიძლია…”