22 თებერვალი, 2023

ევგენი მიქელაძის საოცარი ისტორია

დირიჟორ ევგენი მიქელაძის 34-წლიან ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერ ცხოვრებაში არის ისტორია, რომელსაც დიდი სიამაყით გაეცნობით.

ამბავი ნიკოლოზ რაჭველს რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის შვილმა მაიკო ლორთქიფანიძემ გაანდო:

“ევგენი მამას (გიგა ლორთქიფანიძის) ბიძა იყო და სულ ყვებოდა საოცარ ისტორიებს.

არვიცი იცი თუ არა, დახვრეტის დროს მის გვერდით ასევე სიკვდილმისჯილი 18 წლის გოგონა მდგარა, რომელსაც ევგენიმ უჩურჩულა, როდესაც ლულას მოგვიშვერენ შენ ჩემს უკან გადახტიო. კლდეზე მდგარან, გასროლის დროს ევგენი უცებ გადაფარებია და ეს გოგონა ხრამის მიმართულებით გადამხტარა, რამდენიმე საათი გაუნძრევლად იწვა მიცვალებულებში და საბოლოოდ გადარჩა.

რამდენიმე წლის შემდეგ უპოვია ჩვენი ოჯახი და ეს ამბავი მოუყოლია, ხვრეტდნენ და ჩემს გადარჩენაზე ფიქრობდაო!”