მსახიობი ზურა ქაფიანიძე რაჭული სიალალით საუბრობდა იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მთავარი იყო – სამშობლოს სიყვარულზე:
“მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე – ქართველობა რთულია, მაგრამ აუცილებელი.
იცით რა გადაგვარჩენს ქართველებს? გაჭირვებულისათვის ხელის შეშველება, დაჩაგრულის ფეხზე წამოყენება, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა.
ნუ გეშინია ქართველო – “არ მეშინიამ” მოიტანა საქართველო დღემდე.
ჯერ ქართველობა არ გვისწავლია და ევროპელობას გვასწავლიან.
ქართველ ერს არ აქვს უფლება გაირყვას, გადაჯიშდეს და დაივიწყოს თავისი ტრადიციები, რადგან ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ.”