23 იანვარი, 2023

ჟანრი ლოლაშვილი ყველაზე მთავარზე

მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი ადამიანებისთვის ყველაზე მთავარ საკითხზე – ადამიანურ ურთიერთობებზე საუბრობს:

“დღეს ყველაფერი ვირტუალურია. ყველაფერი ელექტრონულია. ეს არის თავშესაფარი. დღეს როგორ არის, იცი, ადამიანი? მუდმივად ტელეფონში იყურება. არ უნდა ურთიერთობა. გენიალური ის არის, რომ მეორე ადამიანმაც იცის, რომ ამ დროს ხელი არ უნდა შეუშალოს. ამან ბევრი რამე წაშალა ურთიერთობებში. არადა, ურთიერთობაზე დიდი ბედნიერება მართლა არაფერია. ურთიერთობა არის დროის ჩუქება. როცა საკუთარი დრო გინდა აჩუქო მეგობარს, ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს.”