24 იანვარი, 2023

ცოტნე გამსახურდიას უძვირფასესი სიტყვები

კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილსა და ზვიად გამსახურდიას შვილს ცოტნე გამსახურდიას განგებამ ურთულესი ცხოვრება არგუნა.

მანანა სოტკილავა მასთან დაკავშირებით იხსენებს:

“ცოტნე გამსახურდიას მიერ დაწერილი ლექსი, ჯერ კიდევ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მისი პირველი  პატიმრობისას!

“დიდი ბაბუ და სულმნათი ბაბა,
სათნო ნანა და
საღმრთო მამული,
მათი შვილი ხარ,
რას იზამ აბა,
მტრად გეკიდება
ყველა ავგული.
გადამწვარია
სოფელი დაბა…
ვაზი, მაცხოვრის
ხელით ჩაყრილი.
უარყვეს შოთა, ილია, საბა…
წუხს ამირანი
ფარ-ხმალ აყრილი.
ხეი ცნობადი,
ვაი, თუ გახმა,
სამყაროს იპყრობს ნება გზაკრული,
სიკეთის თავი,
ჩანს ენგურს გაღმა
და აფხაზეთი ჯვარზე გაკრული!
შენ, ხომ, ცოტნე ხარ გასწიე აბა,
მწამს, სიძნელეს
გვერდს არ აუვლი,
ვიცი, რომ გტკივა
ჯვარცმული ბაბა და
უფრო მეტად – შენი მამული!
ცოტნე გამსახურდია

P. S. ჯერ კიდევ კონსტანტინე გამსახურდიას სიცოცხლეშივე ცეკას პირველი პირის -“მგზნებარე კომუნისტის” – ედუარდ შევარდნაძის მიერ გამოტანილ განაჩენს, “დიდოსტატის” მოდგმისა და “კოლხური კოშკის” მიმართ, დანაბარები ანდერძივით აღასრულებს, განსაკუთრებით, “დემოკრატიული” რევკომის სამართალმემკვიდრე ყოველი ხელისუფლება!

ის, რაც ხდება ჩონჩხად ქცეული ცოტნეს თავზე, არამც და არამც არ გახლავთ “საოჯახო პრობლემა”, როგორადაც ეს სურთ შეასაღონ ორიენტაცია დაკარგულ და მის არასწორად მაძებარ ქართულ საზოგადოებას!”