14 იანვარი, 2023

სესილია თაყაიშვილის უნიკალური ვიდეო

თეატრისა და კინოს ლეგენდის სესილია თაყაიშვილის თითოეული როლი უნიკალურია და ამისი მიზეზი ხელოვანის უმაღლესი პროფესიონალიზმია.

“არტ ინფო” გთავაზობთ მცირე ამონარიდს რეჟისორ თემურ ბაქრაძის 1980 წელს გადაღებული ფილმიდან “სესილია თაყაიშვილი”, რაც მის გენიალურობაში კიდევ უფრო დაგარწმუნებთ:

“ჩემზე ხმებია დარხეული, რომ ძალზე ჭირვეული ვარ, რომ ხშირად უარს ვამბობ შემოთავაზებულ როლზე.

მსახიობის შემოქმედება ძალზე რთულია, სახიფათო, მოითხოვს დიდ შრომას, დაკვირვებას, გემოვნებას, ზომიერებას. ეს ყოველთვის მაშინებდა და ახლაც მაშინებს, ამიტომ ძნელად ვთანხმდები ახალ როლზე, იმიტომ რომ მეშინია, ვაითუ, არ გავაკეთო ის, რაც მე მინდა. ამიტომ ხშირად მიხდება კონფლიქტი რეჟისორთან და ჩემს თავთან. ვღელავ, მერღვევა სრულიად სიმშვიდე, იწყება უძილო ღამეები, საშინლად ვღელავ – განა ეს ჭირვეულობაა? მე მგონია, არა.”