29 იანვარი, 2023

სანდრო ახმეტელი საქართველოზე

sandro-axmete.jpgრეჟისორმა სანდრო ახმეტელმა სამშობლოზე – საქართველოზე პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი დაგვიტოვა:

“კარგა ხანია თბილისში არ ვყოფილვარ, პეტერბურგში ვსწავლობ. ძალიან ლამაზი ქალაქია პეტერბურგი, მაგრამ იცით, რა გითხრათ? მე რომ უფლება მომცენ, ყველა ქართველს დროებით გავასახლებდი საქართველოდან, მერე მოვაბრუნებდი თავთავიანთ მიწა-წყალზე. მერე გაიგებდნენ, რა არის ნამდვილი საქართველო. სხვანაირად შეიყვარებდნენ, ღალატს გულში არ გაივლებდნენ. ძალიან შეჩვეულები ვართ საქართველოს, გაშინაურებულები და ამიტომ ნამდვილი ფასიც არ ვიცით, პატივისცემას უკარგავს…”