30 იანვარი, 2023

სალომე ჭაჭუას სასწაული ცეკვა და უმაღლესი ქულები

salome-chachu.jpgსალომე ჭაჭუა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” მეორე სეზონში მონაწილეობს. მისი მეწყვილე ფეხბურთელი პოლ ბროგენია.

“ცეკვავენ ვარსკვლავების” მეოთხე საკონკურსო ტური კინოტურს დაეთმო, სადაც სალომემ და პოლმა კინოფილმი “ჰერკულესი” შეარჩიეს და ჩარლსტონი იცეკვეს.

წყვილმა უძლიერესი ცეკვით მაყურებელი და ჟიური აღაფრთოვანა. სალომემ და პოლმა კინოტურში უმაღლესი ქულები დაიმსახურეს.