ნიკა რურუა ბუბა კიკაბიძეზე

მსახიობსა და მომღერალზე ბუბა კიკაბიძეზე კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა:

“თუ ვინმე საბჭოეთში პოპულარობით იგივეს წარმოადგენდა, რასაც ფრენკ სინატრა ამერიკაში – ეს ბუბა კიკაბიძე იყო.

დღეს ის ოკუპანტ ქვეყანას პრინციპულად არ უმღერის, მიუხედავად იქიდან წამოსული უამრავი მსუყე შემოთავაზებისა. ამიტომ კიდევ უფრო მეტად ვცემ ბუბას პატივს, გარდა იმისა, რომ მას რამდენიმე დაუვიწყარი როლი აქვს შექმნილი ქართულ კინოში.”