8 იანვარი, 2023

ლია სტურუას ულამაზესი ჩანაწერი

პოეტ ლია სტურუას შემოქმედებაში, საბედნიეროდ, მრავლად არის ულამაზესი ლექსები.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:

“შემიშვი თოვლის სამშობლოში,
გემუდარები,
სადაც მზე არი, ლურჯი თოში,
ვერცხლის ზარები,
სადაც შენა ხარ ღვთის ზამთარი
და არა ლოთი.
უსასრულობას რომ ამთავრებ თვალების ძროთი.
ალბათ, ამასაც გაჰყიდიან რომ მისცე ნება,
ბავშვსაც ზეცაში რომ ჰკიდია, მიმოზის თმებით.
ეს პალტო ოფლით გაზინთული,
თმა ქერტლიანი.
გინდათ გიჟის და ღვთის სინთეზი მრავალწლიანი?
რა თავში იხლით მეტაფორას განსაკუთრებით?
გინახავთ სისხლი, გადახრილი ფანჯრის კუთხიდან?
ან კუთხეს კიდევ იდაყვები რომ მივახმარო…
სევდის კიდეზე
გაშენდება ჩემი სამყარო
შენ შემიყვანე
მის სიღრმეში, ქარების მხრიდან
და ცოტა, მაინც შემიყვარე
იმ შენი ციდან.”