25 იანვარი, 2023

ლეგენდარული დევიდ ლინჩი ქართულ სიმღერაზე

ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი ქართულ ხალხურ სიმღერას საუკეთესოს უწოდებს:

“მინდა გითხრათ იმის შესახებ, თუ რა ლამაზია ქართული პოლიფონიური მუსიკა. ძალიან მიყვარს, ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკაა, რაც კი ოდესმე მომისმენია, ხმები ხან ძალიან ძლიერი და სუფთაა, ხან კი საოცრად ამაღლებული და გრძნობით სავსე. ამ მუსიკას ადამიანი ცრემლებამდე მიჰყავს. ქართული პოლიფონიური მუსიკა საოცარი და ძალიან ძვირფასია.”