ახალი 2023 წლის დადგომას პოეტი ბესიკ ხარანაული ყველაზე გულწრფელი, ოპტიმისტური და მართალი სიტყვებით შეეგება:
“იქნება ნათელი
ხალხო!
აჰა, ორიათას ოცდასამია!
ხალხო!
ეს ამდენი დრო
ღმერთს შევთხოვდი:
– იხსენ საქართველო!
ხალხო!
ღმერთს ჩემი ხმა მისდიოდა
როგორც ჩვილი ფოთლის შრიალი.
თურმე,
ტვირთი მამძიმებდა ამპარტავნების,
როგორც გორას დიდი მთის ნამი.
თურმე, ვიყავ გაღუნული ამპარტავნებისგან,
დამცირებული.
თურმე უნდა მეთხოვა:
– ამპარტავნებისგან მიხსენ, ღმერთო!
თურმე,
უნდა მეთხოვა:
– ღმერთო, მიხსენ ჩემი თავისგან.
გეუბნებით,
ყველა ჯაჭვი გამიგლეჯია,
ამპარტავნების წვრილი ძაფი კი ვერ გავწყვიტე.
– ამპარტავნებისგან მიხსენ, ღმერთო!
– ღმერთო, მიხსენ ჩემი თავისგან!
ტყე აშრიალდება,
ზღვა აღრიალდება,
ჯაჭვები დაგვცვივა,
იქნება ნათელი!”