მომღერალმა ანრი ჯოხაძემ მსახიობ გურამ საღარაძეს ულამაზესი სიმღერა მიუძღვნა.
“უმისამართოდ” 2 ასე ჰქვია სიმღერას, რომლის მუსიკა და კლიპის რეჟისურა ანრის ეკუთვნის, ლექსის ავტორი კი – ბერდია ბერიაშვილია.
ვიდეორგოლში მონაწილეობენ მსახიობები მარინა კახიანი, თათული დოლიძე, ია სუხიტაშვილი, ქეთი სვანიძე.
ანრიმ კლიპი რუსთაველის თეატრში გადაიღო და მასში გურამ საღარაძის მიერ მეუღლისადმი – ტანია ბუხბინდერისადმი წაკითხული ლექსის კადრები გამოიყენა.